მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2021 წელს, რეორგანიზაცია იგეგმება.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ რეორგანიზაცია მერიის სამს სამსახურს შეეხება.
„სხვადასხვა სამსახურებს ეხება რეორგანიზაცია. ინფრასტრუქტურის სამსახურს, ქონების მართვის და ეკონომიკის სამსახურს და აუდიტის სამსახურს. ამ დროისთვის ამ სამსახურების რეორგანიზაცია იგეგმება და როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ყველაფერს მოგახსენებთ,“ – განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.
ამ დროისათვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა სახის ცვლილებები მოხდება მერიის სამსახურებში. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, მოსალოდნელი ცვლილებების განხილვა მარნეულის მუნიციპალიტეტის უახლოეს საკრებულოს სხდომაზეა დაგეგმილი.
მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის დეკემბერში მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 30 დეკემბერს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეორგანიზაცია განხორციელდებოდა. რეორგანიზაციის შედეგად საკრებულოს აპარატის ორი განყოფილება გაუქმდა რის შედეგადაც 8 თანამშრომელი შემცირებაში მოყვა. მათ უფლებამოსილება ოფიციალურად 2021 წლის პირველ თებერვალს შეუწყდათ.