საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად საქართველო უახლოეს პერიოდში ხარისხიან ვაქცინას მიიღებს.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიზანია, რომ წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 60% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყოს აცრილი.
„ოპონენტებისგან ჯერ იყო ტესტირებაზე იგივე მიდგომა. ყველაფერი იქნება კარგად. საქართველოში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა, ვაქცინების მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირებში და აცრის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქუთლიარის მოსახლეობა 2017 წლიდან შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვს. ერთ-ერთი ასეთი ამილ მამედოვია, რომელსაც ყოველდღიურად ატალახებულ გზაზე, ბახილების მეშვეობით უწევს გამოვლა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ამილმა პრობლემით არაერთხელ მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას. ხუთი წლის წინ „სამოქალაქო ბიუჯეტშიც“ იყო გათვალისწინებული გზის დაგება, თუმცა მისთვის უცნობია რატომ არ განხორციელდა პროექტი.
ამილ მამედოვმა ბოლოს, 2020 წლის 29 დეკემბერს მიმართა მერიას ოფიციალური წერილით.
მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას "აფხაზეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების" 2021 წლის 11 აპრილს დანიშვნის შესახებ.
ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები" დეფაქტო რესპუბლიკაში 2020 წლის 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები დე ფაქტო საკრებულოს წევრებს ოთხი წლის ვადით აირჩევენ.
ვაგზლის მოედანზე, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა, „ლეიბორისტული პარტიის" წევრ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებისათვის იჯარის გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ. მათ დახმარებისათვის თბილისის მერიას და თბილისის მერ კახა კალაძეს მიმართეს.
„მოიჯარეს მერიისაგან აქვს აღებული ეს ტერიტორია, 3 ლარიდან დავიწყეთ, შემდეგ გაგვიხადეს 6 ლარი, 8 ლარი, 10 ლარი და ახლა კიდევ 2 ლარით გვიძვირებენ გადასახადს. ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის გადახდა, მივმართეთ მოიჯარეს,...
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ქალაქის მერს კორუფციასა და უკანონო ნაგავსაყრელის მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის მერი მეყვავილეებს სდევნის და იერ-სახის დამახინჯებაში ადანაშაულებს, ამ დროს კი ქალაქის ცენტრში ტონობით ნარჩენი იყრება.
შუშანიას თქმით, ეს მერის ნებართვის გარეშე ვერ მოხდება და მეტიც, აცხადებს, რომ მეორად ასფალტს ბიუჯეტის გვერდის ავლით კერძო კომპანიებზე ყიდიან.
ოპოზიციონერი დეპუტატი ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი...
რუსთაველები ახალი ავტობუსით მგზავრობისას გაზრდილ ტარიფს გადაიხდიან. როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა, მგავრობა 50 თეთრი ეღირება, თუმცა 60 000-მდე რუსთაველი საშეღავათო ტარიფით ისარგებლებს.
"ტარიფი არის 50 თეთრი, მაგრამ დიფერენცირებულია ეს ტარიფი კატეგორიების მიხედვით. სხვადასხვა ჯგუფზე სხვადასხვა ტარიფი იმოქმედებს. გარდა ამისა, თითოეული მომხმარებელს შეღავათების მიხედვით გადაეცემათ სამგზავრო ბარათები, რომელსაც უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურე კომპანია",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ირაკლი ტაბაღუამ.
მგზავრობა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახლოლალოში კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობას, ხოლო ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 3 560 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლოლალოში საფეხბურთო მოედანის მოწყობის სავარაუდო თანხა 80 000 ლარია.
ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება კი 40 000 ლარს შეადგენს.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის...
2020 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი: სიღნაღისა და ვაქირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, სოფელ ბოდბეში კი ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
შენობა 90 ბავშვზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. შენობაში 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზოც. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა...
გურჯაანის რაიონის თიოთოეულ სოფელს პრობლემების მოსაგვარებლად 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე გამოეყოფა. მოსახლეობა უნდა დაესწროს კრებას, სადაც განიხილავენ, თუ რა საკითხის მოგვარება არის მათთვის პრიორიტეტი.
სწორედ, ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, რა გაკეთდება სოფელში. დღეს ასეთი კრება ბაკურციხეში გაიმართა.
ვინაიდან აქ 3000 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სოფლისთვის 20 ათასი ლარია გამოყოფილი. რა პრიორიტეტები შეარჩიეს ბაკურციხელებმა, - ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
თელავში ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა შენობის გადახურვის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,კოლხა 2014,, ასრულებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 296 254 ლარით ფინანსდება.
უწყების ინფორმაციით, ჭადრაკის სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული...
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ხანდაზმულები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები დღეიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კუთვნილ პენსიასა და სოციალურ დახმარებას იღებენ.
მოსახლეობა ძირითადად ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდან გადმოდის. ამასთან, ენგურის ხიდზე გაიხსნა აფთიაქიც, სადაც მათ მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, რამდენიმე თვეა, კუთვნილი დახმარებები არ მიუღიათ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტები არ იყიდება....
თბილისის მერიასთან გენგეგმით დაზარალებული თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეები, მშენებლობის ნებართვების მოთხოვნით, აქციას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ არჩილ ლაცაბიძემ აქციაზე განაცხადა, აღნიშნული მიწის ნაკვეთები რამდენიმე ათეული წელია მათ საკუთრებაშია, თუმცა მშენებლობის უფლებას არ აძლევენ.
"მრავალი წელია ვიკრიბებით, მიწის ნაკვეთები გვაქვს ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავშნიანის დასახლებაში. მე პირადად ეს ტერიტორია უსასყიდლოდ გადმომეცა, როდესაც გარდაბნის რაიონის ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობა დაიშალა. ფაქტობრივად,...
სოფელ საზანოში ტყლაპივაკე – სასახლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გზის აღდგენის სამუშაოები 7 კმ- იან მონაკვეთს უტარდება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტზე მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და ვიცე მერმა დავით მაღრაძემ დაათვალიერეს და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ტყლაპივაკე – სასახლის გზით, ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2021 წელს დაგეგმილი პროექტების ნაწილი უკვე განხორციელების პროცესშია.
“სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ი/მ ” მურმან ტოგონიძე” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 614,486.00 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშოები, ბაღდათის...
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მოძვში, ქვემოხევში, ქორეთსა და კალვათში სასმელი წყლის სისტემისათვის მაგისტრალური ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი, რომელსაც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, გარდამავალია, გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
საჩხერის მერიის ინფორმაციით, სასმელი წყლის სისტემის გამართვის შემდეგ უწყვეტ წყალმომარაგებას მიიღებს სოფელ მოძვის...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მალე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტი, რომელიც ტერიტორიის არა მხოლოდ მოწესრიგებას, დეკორატიული ფილების დაგებას, განათების ახალი სისტემების მონტაჟს, არამედ მწვანე ზოლის, ტრენაჟორებისა და ფანჩატურების მოწყობას ითვალისწინებს, უკვე შესყიდულია.
უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება სამუშაოებზეც.
შესაბამისი ინფორმაცია ბუკნარელებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცოტნე ანანიძემ, ფატი ხალვაშმა და მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ მიაწოდეს.
ადგილობრივებთან გამართულ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































