რუსთაველები ახალი ავტობუსით მგზავრობისას გაზრდილ ტარიფს გადაიხდიან

339

რუსთაველები ახალი ავტობუსით მგზავრობისას გაზრდილ ტარიფს გადაიხდიან. როგორც “ინფო რუსთავს” ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა, მგავრობა 50 თეთრი ეღირება, თუმცა 60 000-მდე რუსთაველი საშეღავათო ტარიფით ისარგებლებს.

“ტარიფი არის 50 თეთრი, მაგრამ დიფერენცირებულია ეს ტარიფი კატეგორიების მიხედვით. სხვადასხვა ჯგუფზე სხვადასხვა ტარიფი იმოქმედებს. გარდა ამისა, თითოეული მომხმარებელს შეღავათების მიხედვით გადაეცემათ სამგზავრო ბარათები, რომელსაც უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურე კომპანია”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” ირაკლი ტაბაღუამ.

მგზავრობა უფასო იქნება:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მნიშვნელოვნად გამოხატული სმენა დაქვეითებული და უსინათლო პირებისთვის

2. სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსი) მქონე პირებისთვის

10 თეთრად იმგზავრებენ:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს 150 000-ს

2. რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები

20 თეთრად იმგზავრებენ:

1. რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები

2. ა(ა)იპ – ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“

3. ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა“

4. ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“

5. ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმი“

6. ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“

7.  ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“8. ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები

10. რუსთავში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები

ავტობუსებში დანერგილია თანამედროვე გადახდის სისტემა. რუსთაველ მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ საფასური ელექტრონულად, ბარათის საშუალებით გადაიხადონ, ან ნაღდი ფულით აიღონ ბილეთი.

ავტობუსებში პრევენცის მიზნით და ვანდალური ფაქტების თავიდან ასაცილებლად დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები.

მგზავრობის დროს საფასურის გადახდასა და ბილეთის აღებას მონიტორინგს კონტროლიორი გაუწევს. იმ შემთხვევაში თუ პირი ბილეთის გარეშე იმგზავრებს, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება და ჯარიმის თანხად 20 ლარი განესაზღვრება.

ავტორი