2020 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი: სიღნაღისა და ვაქირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, სოფელ ბოდბეში კი ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
შენობა 90 ბავშვზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. შენობაში 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზოც. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სკოლის მშენებლობაზე მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯა.