მარნეულის მერია ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს

324

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახლოლალოში კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობას, ხოლო ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 3 560 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლოლალოში საფეხბურთო მოედანის მოწყობის სავარაუდო თანხა 80 000 ლარია.

ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება კი 40 000 ლარს შეადგენს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის ტენდერი მარნეულის მერიამ 5 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 14-დან 16 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

ძირითადი სამოშაოები, რომლებიც ახლოლალოსა და ხიხანში განხორიელდება:

• დაზიანებული მავთულბადის დემონტაჟი და ახლის მოწყობა
• მოედანზე ბეტონის მოჭიმვა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით
• ხელოვნური საფარის დემონტაჟი და ახლის მოწყობა
• განათების მოწყობა
• ლითონის კონსტრუქციების შეღებვა