ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ი/მ ” მურმან ტოგონიძე” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 614,486.00 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშოები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიის წარმომადგენლებთნ ერთდ დაათვალიერა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.