სოფელ საზანოში ტყლაპივაკე – სასახლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გზის აღდგენის სამუშაოები 7 კმ- იან მონაკვეთს უტარდება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტზე მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და ვიცე მერმა დავით მაღრაძემ დაათვალიერეს და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ტყლაპივაკე – სასახლის გზით, ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადამიანი სარგებლობს. საავტომობილო გზა ასევე, სოფლის მოსახლეობას სხვა მუნიციპალიტეტთანაც აკავშირებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრვ მოსახლეობას სრულად გამართული ინფრასტრუქტურა ექნება სოფლელში. რეაბილიტირებული გზით, ისინი, ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას“. – ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე
გზის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. სატენდერო ვალდებულებით, გზის მშენებლობას შპს „მამისონი“ ახორციელებს.