რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას “აფხაზეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების” 2021 წლის 11 აპრილს დანიშვნის შესახებ.
ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები” დეფაქტო რესპუბლიკაში 2020 წლის 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები დე ფაქტო საკრებულოს წევრებს ოთხი წლის ვადით აირჩევენ.