რა პრობლემას მოაგვარებენ ბაკურციხელები სოფლის პროგრამით გამოყოფილი 20 ათასი ლარით

352

გურჯაანის რაიონის თიოთოეულ სოფელს პრობლემების მოსაგვარებლად 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე გამოეყოფა. მოსახლეობა უნდა დაესწროს კრებას, სადაც განიხილავენ, თუ რა საკითხის მოგვარება არის მათთვის პრიორიტეტი.

სწორედ, ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, რა გაკეთდება სოფელში. დღეს ასეთი კრება ბაკურციხეში გაიმართა.

ვინაიდან აქ 3000 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სოფლისთვის 20 ათასი ლარია გამოყოფილი. რა პრიორიტეტები შეარჩიეს ბაკურციხელებმა, – ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.