ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ქალაქის მერს კორუფციასა და უკანონო ნაგავსაყრელის მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის მერი მეყვავილეებს სდევნის და იერ-სახის დამახინჯებაში ადანაშაულებს, ამ დროს კი ქალაქის ცენტრში ტონობით ნარჩენი იყრება.
შუშანიას თქმით, ეს მერის ნებართვის გარეშე ვერ მოხდება და მეტიც, აცხადებს, რომ მეორად ასფალტს ბიუჯეტის გვერდის ავლით კერძო კომპანიებზე ყიდიან.
ოპოზიციონერი დეპუტატი ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი მოვალეობების შესრულებისა და პრობლემის მოგვარებისაკენ მოუწოდებს. გიგა შუშანიას განცხადებით, ასფალტის ნარჩენები აბინძურებს გარემოს.