თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები დაუშვებელია. „ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო საცხოვრებელი ბინების, ფართების დაკანონება. ეს არის ოჯახები, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და პრობლემების, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ დაანონსებულ პროექტებს არცერთი თეთრი არ დააკლდება და ყველა პროექტი თუ პროგრამა აუცილებლად განხორციელდება. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან ისმის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება. კახა კალაძე აცხადებს, რომ მერია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ადამიანს ეხმარება, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. „ჩვენ ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში...
გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში, ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა ძალიან დაიტვირთა. „გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში,...
მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ყვითელი მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია. „თქვენ იცით რომ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი, მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ მიკროავტობუსებს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა...
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მიმართა, თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან მისი თქმით, ეს საცობს წარმოშობს, რაც საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „დედაქალაქში გათოვდა. შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული „თბილსერვისის“ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა გზებზე და გაწმენდითი სამუშაოები....
ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მუნიციპალიტეტში აშენებული პირველი „ჩინური სათბური“ მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობა დამწყებ ფერმერებს გვერდში დაუდგება. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ფერმერმა მიხეილ რეხვიაშვილმა პანდემიის პერიოდში, სოფელ რაჭისუბანში, ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე, საკუთარი სახსრებით, ე.წ „ჩინური სათბური“ ააშენა. 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებულ მიწისქვეშა სათბურში დამწყებ ფერმერს პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთადერთ „ჩინურ სათბურში“...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, პირველი მარტიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებულის სამუშაო საათები აღრიცხოს. ეს ვალდებულება, მინისტრის მიერ დადგენილი წესისა და ფორმის შესაბამისად, ეკისრებათ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ დამსაქმებლებს - ფიზიკურ ან იურიდიული პირებს, ან/და პირთა გაერთიანებებს. ბრძანება საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წელს შესული ცვლილებების შესაბამისად მომზადდა. კოდექსის თანახმად, "დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით...
კახეთში სოფელ ბოდბის საჯარო სკოლისა და სოფელ დუისის საჯარო სკოლის (შერწყმული წინუბნის საჯარო სკოლა) მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს კიდევ 5 სკოლის მშენებლობა და 5 სკოლის რეაბილიტაცია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 30.1 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს...
წინა სტატია ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღესვე მიმართავს, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა. „საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს...
პარლამენტმა პირველი მოსმენით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის შექმნის ინიციატივა ისე განიხილა, რომ მომხსენებელთა მიმართ არც კითხვები დაუსვამთ და არც მოსაზრებები გამოუთქვამთ. პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო პროექტების წარდგენის შემდეგ, პირველი მოსმენის პროცესი კითხვების დასმისა და გამოსვლების გარეშე დასრულდა. პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომლის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის...
აფხაზეთის დევნილთა მინისტრი, ლევან თევზაია რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში არსებული პრობლემების გაცნობას აგრძელებს. როგორც აფხაზეთის ა/რ მთავრობის დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან ერთად ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტს ეწვია და დევნილი ოჯახების პრობლემები მოისმინა. მათივე ცნობით, აღნიშნულ ობიექტში იძულებით გადაადგილებული 15-ზე მეტი ოჯახია ჩასახლებული. მოსახლეობის თქმით, ხშირი ნალექისა და წვიმის დროს, შენობის გარე კედლები ნესტიანდება. როგორც ინფორმაციაშია...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. „სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება. პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია: ასაკი მინიმუმ 18 წელი; ქ. თბილისში რეგისტრაცია; საბაზო განათლება. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს - www.dasakmdi.ge.“,...
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს COVID-19 -ის მართვასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე და 2021 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ევროკავშირის საპილოტე ინტეგრირებული განვითარების პროექტის კონკურსისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. „ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც რეგიონის თითოეულ დასახლებაში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პროექტის...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მე-20 რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 50 ავტობუსის შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ავტობუსები კომპანიას  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაეცემა. შეგახსენებთ, 60 ავტობუსები მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გადაეცა. ავტობუსები ქალაქში 8 თებერვლიდან მოძრაობენ. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.
წინა სტატია პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რას წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა. ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებით,...
17 თებერვლიდან ქუთაისში მგზავრებს კიდევ 15 ახალი, მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ქალაქის მერიის ინფორმაციით, #19 და #31 სვლა-გეზებზე 6-6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს, აქამდე არსებული მარშრუტების მიხედვით. მცირეოდენი ცვლილებაა #5 სვლა-გეზის მარშრუტში: თაბუკაშვილის ქ.- ჭავჭავაძის ქ.- ასათიანის ქ. - ტაბიძის ქ. - რუთაველის გამზ.- ცენტრალური მოედანი- ფალიაშვილის ქ.-დუმბაძის ქ.- ასათიანის ქ.- ჭავჭავაძის ქ.- თაბუკაშვილის ქ. #5 სვლა-გეზზე 3 ახალი ავტობუსი იმუშავებს. ქუთაისის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ