თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები იწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.
„სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება. პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია: ასაკი მინიმუმ 18 წელი; ქ. თბილისში რეგისტრაცია; საბაზო განათლება.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს – www.dasakmdi.ge.“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.