ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

320

გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში, ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა ძალიან დაიტვირთა.

„გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დაიტვირთა ბაგები-წყნეთის მიმართულებით საავტომობილო გზა.

ამ პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეულწილად გავაჩინოთ ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე გადავისროლოთ ნაკადი, ადამიანებს ჰქონდეთ რამდენიმე ალტერნატივა კონკრეტული გზის საშუალებით.

იცით, არსებული საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტირებაც ჩავატარეთ, ამ ხიდის გასწვრივ, უნივერსიტეტის მე-11 კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს ბაგებში, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან.

ძალიან მნიშვნელოვნი პროექტია, ტენდერი გამოცხადებულია, ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“,-აცხადებს კალაძე.