კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს COVID-19 -ის მართვასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე და 2021 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ევროკავშირის საპილოტე ინტეგრირებული განვითარების პროექტის კონკურსისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.
„ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც რეგიონის თითოეულ დასახლებაში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ირაკლი შიოშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას, ასევე, ხაზი გაუსვა გერმანიაში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მაქსიმალურ ხელშეწყობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.