მერია შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას” 50 ავტობუსს ათხოვებს

376

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მე-20 რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 50 ავტობუსის შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ავტობუსები კომპანიას  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაეცემა.

შეგახსენებთ, 60 ავტობუსები მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გადაეცა.

ავტობუსები ქალაქში 8 თებერვლიდან მოძრაობენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.