აფხაზეთის დევნილთა მინისტრი, ლევან თევზაია რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში არსებული პრობლემების გაცნობას აგრძელებს.
როგორც აფხაზეთის ა/რ მთავრობის დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან ერთად ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტს ეწვია და დევნილი ოჯახების პრობლემები მოისმინა.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ობიექტში იძულებით გადაადგილებული 15-ზე მეტი ოჯახია ჩასახლებული.
მოსახლეობის თქმით, ხშირი ნალექისა და წვიმის დროს, შენობის გარე კედლები ნესტიანდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსი და მოხდება შენობის კედლების სრულად რეკონსტრუქცია.
უწყების ცნობით, 2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მიერ სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა დაპროგრამებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა.