21 თებერვლიდან გლდანის რაიონში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მსვლელობისას, კერძო ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილისკენ გადაადგილებას ხიზანიშვილის, ომის გმირების ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის საშუალებით შეძლებენ. თიანეთის გზატკეცილიდან ვეკუას ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება თიანეთის გზატკეცილის, ომის გმირების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით.
„ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდაკვარტალური გზებით. სამუშაოების...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ენმ იყო, არის და დარჩება მშვიდობის ფარგლებში. პატია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს არ იფიქრონ მათი ოფისის შტურმზე სადაც ამ დრომდე რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და ნიკა მელიას მხარდამჭერები.
"ქართული ოცნების'' სიის პირველი ნომერი, პრემიერმინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ, რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა....
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მოსახლეობა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებისთვის მიმდინარე აფეთქებებს აპროტესტებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ცენტრალური მაგისტრალის ერთ-ერთ გვირაბი მათი სოფლის ქვეშ გადის, რაც მათ საფრთხეს უქმნის.
აფეთქების დროს დაზიანდა სახლები და ჩავარდა მიწა. მოსახლეობა მოითხოვს, გვირაბის სამუშაოები აფეთქების გარეშე, სპეციალური ტექნიკით შესრულდეს.
ადგილობრივები კომპენსაციას, ან გასახლებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, კომპანია სამუშაოების განახლებას პოლიციის ძალით გეგმავს, რის საპასუხიდაც ადგილობრივები აქციის გამართვას...
პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის საკომიტეტო მოსმენები შაბათ-კვირას გაიმართება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„დღეს პარლამენტში ველოდებით, რომ შემოვა ოფიციალური წერილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენასთან დაკავშირებით. საღამოს არის ჩანიშნული პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც ეს წერილი ოფიციალურად დარეგისტრირდება და შემდეგ შაბათ-კვირა გამოყენებული იქნება გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენებისათვის, რათა კანდიდატსა და მის სამთავრობო პროგრამას მოვუსმინოთ, ხოლო ორშაბათიდან...
ქუთაისში 60 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში შესახლდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა.
2021 წელს ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
მოყვება თუ არა საკადრო ცვლილებები პრემიერმინისტრის გადადგომას აჭარაში? ოპოზიციაში ამას არ პროგნოზირებენ. ამბობენ, რომ მთავრობის უკვე ყოფილ მეთაურს, რეგიონში, წამყვან პოზიციებზე მისი კადრები დასაქმებული არ ჰყავს, რაც ადგილობრივ დონეზე გადაადგილებებს არ გამოიწვევს. იგივე პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში, თუმცა სხვა არგუმენტს იშველიებენ. ფიქრობენ, რომ ერთი პირის მიერ პოსტის დატოვება, საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ახალი პრემიერის მოსვლით, რამდენად მოსალოდნელია...
აფხაზეთ-სამეგრელოს „საზღვარზე“ ერთი წლის წინ პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლის მხრიდან პირველი კომენტარი გაკეთდა. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ და ე.წ. სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ისაუბრა ენგურის ხიდის „გამშვები პუნქტის“ მუშაობის რეჟიმზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც რუსტამ ლატიპოვი აცხადებს, „საზღვრის“ ჩაკეტვით მოქალაქეების მხრიდან „კანონდარღვევის“ ფაქტები გაიზარდა და მარტო იანვარ-თებერვალში...
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მთავარ საფეხმავლო ბილიკზე ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
როგორც რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაციის დამფუძნებელმა, გოგა ჯმუხაძემ განაცხადა აკრძალვა დროებითია.
"ცენტრალურ ბილიკზე, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი მოძრაობს და ველოსიპედების გაკონტროლება შეუძლებელია რომ მაღალი სიჩქარით არ იარონ, იქ დროებით აიკრძალა გადაადგილება. კონტაქტი მქონდა რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან და მივიღე დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში პროექტზე ტენდერი გამოცხადდება, რომლის შემდეგაც პარკში...
მარნეულის მუნიციპლაიტეტის მერიამ სამეურნეო საქონელი 1488 ლარად, პირდაპირი წესით შეიძინა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 14 სახეობის ნივთი ინდმეწარე ნაილა მეხტიევასგან იყიდა. შესყიდულ ნივთებსშორისაა 60 ლიტრი საღებავი, 1 წყლის ტუმბო, 60 ცალი დიოდის ნათურა, 300 კილოგრამი ფითხი (შპაკლი) და სხვა.
როგორც მერიის საზოგადოებასან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, აღნიშნული ნივთები მუნიცილიატეტმა შიდა სამეურვეო საკითხების მოსაგვარებლად შეისყიდა. საღებავის შეძენა კი მერიას რამდენიმე დაზიანებული...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარლენ ნადირაძემ ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გასულ წელს ატვირთულ დოკუმენტთან შედარებით, ამჟამად მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კერძოდ მის ანგარიშზე 2020 წელს უფრო მეტი თანხა ფიქსირდება, ვიდრე მანამდე. თუ მის ანგარიშზე 2019 წლის განმავლობაში დანაზოგის სახით 60 ათას ლარამდე ფიქსირდებოდა, ერთი წლის შემდეგ ეს რიცხვი 20 000 ლარით გაიზარდა.
გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის...
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფს სთავაზობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, სიებით ჩატარდეს, ოღონდ, სიების წარდგენის უფლება არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც უნდა მიენიჭოთ.
როგორც მან პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღეს საია პარლამენტში ახალი წინადადებითაა წარმოდგენილი.
"არც თუ ისე კმაყოფილი ვიყავით წინა შეხვედრის დასრულების...
გორში მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდასა და მარშრუტებში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მათი თქმით, ახალი ავტობუსების რაოდენობა არაასაკმარისია და არსებული მარშრუტები მოსახლების საჭიროებებზე მორგებული არ არის.
"კომბინატიდან ახალ ავტოსადგურამდე მისასვლელად სხვა ავტობუსში გადაჯდომაა საჭირო. ჯერ ნახევარ საათზე მეტი უნდა ელოდო ერთი ავტობუსის მოსვლას. დაამატონ პირდაპირი მარშრუტი ახალ ავტოსადგურამდე".
"2 ნომერი ავტობუსები მგონი, მხოლოდ ორი ცალი დადის. საღამოს განსაკუთრებით ისეთი გადაჭედილია...
„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარული კომპონენტი შენარჩუნებული უნდა იყოს.
მისივე თქმით, ურბანულ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც მხარდაჭერა აქვთ კონკრეტულ უბანში, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და წარმატებას მიაღწიონ.
„თვითმმართველობის დონეზე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ მაჟორიტარული კომპონენტი შენარჩუნებული უნდა იყოს. თბილისში 4/1-თან მოდელი ნორმალურია, რადგან ურბანულ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც მხარდაჭერა აქვთ კონკრეტულ...
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა.
შესაბამისად, როგორც ცესკოში განაცხადეს, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება.
„თამარ ჟვანია არ გადამდგარა. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადეს ცესკოში.
ცნობისთვის, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი...
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მემორანდუმს კანონპროექტის სახე უნდა მიეცეს, თუმცა დაგროვილი შენიშვნებიდან გამომდინარე, დოკუმენტში დიდი ალბათობით, არაერთი ცვლილება არ შევა. მთავარი საკითხი კი ცესკო-ს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილებაა.
საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციის ნაწილი მუშაობს. 15 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფმა კონკრეტულ წინადადებებზე დაიწყო მუშაობა. ცვლილებები, რომელმაც ქვეყანაში კიდევ უფრო უკეთესი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 96 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































