საპარლამენტო კომიტეტები ირაკლი ღარიბაშვილს შაბათ-კვირას მოუსმენენ

296

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის საკომიტეტო მოსმენები შაბათ-კვირას გაიმართება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„დღეს პარლამენტში ველოდებით, რომ შემოვა ოფიციალური წერილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენასთან დაკავშირებით. საღამოს არის ჩანიშნული პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც ეს წერილი ოფიციალურად დარეგისტრირდება და შემდეგ შაბათ-კვირა გამოყენებული იქნება გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენებისათვის, რათა კანდიდატსა და მის სამთავრობო პროგრამას მოვუსმინოთ, ხოლო ორშაბათიდან იქნება როგორც ფრაქციასთან, ასევე პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა და პლენარულ სხდომაზე უკვე დამტკიცდება. მთავრობის დასამტკიცებლად საჭირო არის სიითი შემადგენლობის 76 ხმა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.