გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარლენ ნადირაძემ ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გასულ წელს ატვირთულ დოკუმენტთან შედარებით, ამჟამად მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კერძოდ მის ანგარიშზე 2020 წელს უფრო მეტი თანხა ფიქსირდება, ვიდრე მანამდე. თუ მის ანგარიშზე 2019 წლის განმავლობაში დანაზოგის სახით 60 ათას ლარამდე ფიქსირდებოდა, ერთი წლის შემდეგ ეს რიცხვი 20 000 ლარით გაიზარდა.
გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თანხა მულტისავალუტო ანგარიშზეც უფიქსირდება 3600 ლარის ოდენობით. ბიუჯეტიდან კი მისმა წლიურმა შემოსავალმა სულ 24120 ლარი შეადგინა.