გორში მუნიციპალური ტრანსპორტის დამატებას და მარშტრუტებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ

369

გორში მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდასა და მარშრუტებში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მათი თქმით, ახალი ავტობუსების რაოდენობა არაასაკმარისია და არსებული მარშრუტები მოსახლების საჭიროებებზე მორგებული არ არის.

“კომბინატიდან ახალ ავტოსადგურამდე მისასვლელად სხვა ავტობუსში გადაჯდომაა საჭირო. ჯერ ნახევარ საათზე მეტი უნდა ელოდო ერთი ავტობუსის მოსვლას. დაამატონ პირდაპირი მარშრუტი ახალ ავტოსადგურამდე”.

“2 ნომერი ავტობუსები მგონი, მხოლოდ ორი ცალი დადის. საღამოს განსაკუთრებით ისეთი გადაჭედილია ხალხით, ნემსი არ ჩავარდება. ერთმანეთს ვაწყდებით, ხოლმე რომ ავიდეთ. გუშინ მაგალითად, 25 წუთი ველოდე ავტობუსს და სოფლის “მარშუტკას” ძლივს მივუსწარი”, – ამბობენ მოქალაქეები.

ინფორმაციისთვის, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 1 თებერვლიდან ამუშავდა. 30 ახალი ავტობუსი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით შეიძინა.