საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მემორანდუმს კანონპროექტის სახე უნდა მიეცეს, თუმცა დაგროვილი შენიშვნებიდან გამომდინარე, დოკუმენტში დიდი ალბათობით, არაერთი ცვლილება არ შევა. მთავარი საკითხი კი ცესკო-ს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილებაა.
საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციის ნაწილი მუშაობს. 15 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფმა კონკრეტულ წინადადებებზე დაიწყო მუშაობა. ცვლილებები, რომელმაც ქვეყანაში კიდევ უფრო უკეთესი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს, ერთი თვის ვადაში მომზადდება.