მოყვება თუ არა საკადრო ცვლილებები პრემიერმინისტრის გადადგომას აჭარაში? ოპოზიციაში ამას არ პროგნოზირებენ. ამბობენ, რომ მთავრობის უკვე ყოფილ მეთაურს, რეგიონში, წამყვან პოზიციებზე მისი კადრები დასაქმებული არ ჰყავს, რაც ადგილობრივ დონეზე გადაადგილებებს არ გამოიწვევს. იგივე პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში, თუმცა სხვა არგუმენტს იშველიებენ. ფიქრობენ, რომ ერთი პირის მიერ პოსტის დატოვება, საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ახალი პრემიერის მოსვლით, რამდენად მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები აჭარაში? – ოპოზციას ამის მოლოდინი არ აქვს. ამბობენ, რომ მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ მაშინ განახლდება, როცა რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება და ხელისუფლება ძირეულად შეიცვლება.
ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ კიდევ ერთი არგუმენტი. ამბობენ, რომ მთავრობის უკვე ყოფილ მეთაურს, რეგიონში, წამყვან პოზიციებზე, მისი კადრები არ ჰყავს, ამიტომაც, პრემიერის შეცვლით, ცვლილებები არ იქნება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მე-15 წევრს პროგნოზების გაკეთება უჭირს. რატომ” კითხვაზე გვპასუხობს, რომ ქვეყანაში, დღეს მიმდინარე ყველაზე აქტუალურ თემაზე ინფორმაცია არ აქვს. მეტიც, ირაკლი ჩავლეიშილი აცხადებს, რომ გიორგი გახარია არ აინტერესებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი გახარიას წასვლით გულდაწყვეტილია. დავით გაბაიძე ამბობს, რომ მხოლოდ პრემიერი შეცვლება და მას აჭარაში, საკადრო ცვლილებები არ მოჰყვება.