„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარული კომპონენტი შენარჩუნებული უნდა იყოს.
მისივე თქმით, ურბანულ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც მხარდაჭერა აქვთ კონკრეტულ უბანში, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და წარმატებას მიაღწიონ.
„თვითმმართველობის დონეზე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ მაჟორიტარული კომპონენტი შენარჩუნებული უნდა იყოს. თბილისში 4/1-თან მოდელი ნორმალურია, რადგან ურბანულ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც მხარდაჭერა აქვთ კონკრეტულ უბანში, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და წარმატებას მიაღწიონ. არ შეიძლება, რომელიმე პარტიას მიეკედლო, ან დააფუძნო პარტია იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. დამოუკიდებელი კანდიდატების ჩახსნა ამ პროცესიდან სწორად არ მიმაჩნია. ამიტომ თბილისში უნდა იყოს 40/10-ზე მოდელი“, – განაცხადა იოსელიანმა.
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.