მარნეულის მერიამ სამეურნეო საქონელი 1488 ლარად, პირდაპირი წესით შეიძინა

267

მარნეულის მუნიციპლაიტეტის მერიამ სამეურნეო საქონელი 1488 ლარად, პირდაპირი წესით შეიძინა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 14 სახეობის ნივთი ინდმეწარე ნაილა მეხტიევასგან იყიდა. შესყიდულ ნივთებსშორისაა 60 ლიტრი საღებავი, 1 წყლის ტუმბო, 60 ცალი დიოდის ნათურა, 300 კილოგრამი ფითხი (შპაკლი) და სხვა.

როგორც მერიის საზოგადოებასან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, აღნიშნული ნივთები მუნიცილიატეტმა შიდა სამეურვეო საკითხების მოსაგვარებლად შეისყიდა. საღებავის შეძენა კი მერიას რამდენიმე დაზიანებული კარის შესაღებად დასჭირდა.

გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის მიწოდება ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან, მიმდინარე წლის 22 თებერვლის ჩათვლით.