შროშაში გვირაბის სამშენებლო სამუშაოებისთვის მიმდინარე აფეთქებებს აპროტესტებენ

517

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მოსახლეობა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებისთვის მიმდინარე აფეთქებებს აპროტესტებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ცენტრალური მაგისტრალის ერთ-ერთ გვირაბი მათი სოფლის ქვეშ გადის, რაც მათ საფრთხეს უქმნის.

აფეთქების დროს დაზიანდა სახლები და ჩავარდა მიწა. მოსახლეობა მოითხოვს, გვირაბის სამუშაოები აფეთქების გარეშე, სპეციალური ტექნიკით შესრულდეს.

ადგილობრივები კომპენსაციას, ან გასახლებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, კომპანია სამუშაოების განახლებას პოლიციის ძალით გეგმავს, რის საპასუხიდაც ადგილობრივები აქციის გამართვას აპროტესტებენ.