ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ რეფორმასა და სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30 პროცენტი სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა. „პანდემიის პარალელურად, მოსახლეობის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავიწყეთ სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოს,...
22 თებერვლიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი 580 ავტობუსით განახლდა. რეფორმის შედეგად, ავტობუსი N61 გაუქმდა. მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს, რომელიც მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი N2 მიმდებარედ) დაასრულებს. N345 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს. ახალი ავტობუსი - N32 ერთმანეთთან დააკავშირებს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის (2016-2020) განხორციელების შეფასებისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისათვის ახალი ეროვნული გეგმის (2020-2025) შემუშავების პროგრამა ონლაინშეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი ესწრებოდა. სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე პროექტის პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მოთხოვნების განხორციელებას...
"მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და თბილისელების წინაშე" - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, იყო თუ არა გუნდში მსჯელობა პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ. მისი თქმით, ის, როგორც არჩეული მერი, ყოველდღიური საქმიანობით ცდილობს, რომ თბილისელების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს. „არ მქონია ამაზე საუბარი. იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გამოაქვეყნა 2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, თუ რა საქმიანობას გასწევს მიმდინარე წელს კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით. უმთავრესი, რითაც კომიტეტი დაკავდება, კომიტეტში შესული კანონპროექტების ანალიზი, დასკვნების მომზადება და საკომიტეტო მოსმენების ჩატარება იქნება, მათ შორის, რამდენად იქნება შესაბამისობაში აღნიშნული კანონპროექტები მდგრადი განვითარების მიზნებთან. კომიტეტი გეგმავს, რომ ცალკეულ საკანონმდებლო საკითხებზე...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ქარსელაძეს მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს...
წინა სტატია შემდეგი სტატია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მაია ცქიტიშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კადიდატად ირაკლი ქარსელაძე დასახელდა. „მე და ირაკლი ღარიბაშვილი 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ „ქართუში“. როდესაც ირაკლი...
შემდეგი სტატია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი არის დაკავებული. 20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქტივისტებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა და ისინი წაიღო. აქტივისტები პოლიციისგან მოითხოვენ პასუხს, სად არის მათი კარვები. ადგილზე ამ დროისთვის დაძაბული...
კახეთში მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა ააშენოს, რაზეც საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. თუმცა, ადგილი, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, ჯერ შერჩეული არ არის. კომპანია მოსახლეობას ეტაპობრივად ხვდება, რაც ადგილობრივების ინფორმირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ჩართულობას ისახავს მიზნად. ამის შესახებ სპექტრი წერს. გასულ კვირას შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გაიმართა, მანამდე კი ანალოგიური ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. როგორც speqtri.ge-ს...
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დღეს, 19 თებერვალს, მარნეულის მერიის 2020-21 წლების ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსარჩელე სამირა ბაირამოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის 400 000 ლარის ოდენობის თანხაა გამოყოფილი, რაც დისკრიმინაციულია და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება. „ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ მიმართულებით, არ უნდა იყოს ჩართული ადგილობრივ დონეზე...
ირაკლი პაპავა - “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი საკრებულოს ფრაქციები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირების ხელშემწყობი ინსტიტუციაა, რომლის უმთავრესი დანიშნულება მათ მიერ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარებაა საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფრაქციის შექმნის უმთავრეს მიზანს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა საქმიანობის კოორდინაცია და საკრებულოსა თუ მის გარეთ საკუთარი პოზიციის წარმოჩინება და რეალიზება წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს...
საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან, კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ. ამის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებულია ათი პირი, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიზნით, თითქმის 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. ტენდერი ჩატარადა, ხოლო მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია უკვე მისცეს. ამის გამო, კომპანია "ტენდერქსი" გორის მერიას უჩივის და მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლომ მიიჩნევს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. გორის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია ,,ტრენდექსს'' უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 2 სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მმართველ გუნდში სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. სწორედ ამ მიზნით 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგეტომ ელქტოქურებისა და ხორცის საკეპი მანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს 11 პროფესიონალური ელექტროქურისა და 10 ხორცის საკეპი მანქანის შეძენა სურს, რისთვისაც 97 300 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ