დისკვალიფიცირებული კომპანია გორის მერიას უჩივის

311

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიზნით, თითქმის 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. ტენდერი ჩატარადა, ხოლო მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია უკვე მისცეს. ამის გამო, კომპანია “ტენდერქსი” გორის მერიას უჩივის და მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლომ მიიჩნევს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გორის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია ,,ტრენდექსს” უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 2 სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით.

“კომპანიის მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ სპეციალისტთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ამოეწურა 2020 წლის 10 იანვარს, ხოლო მეორე სპეციალისთან დადებული ხელშეკრულების ვადა მოქმედებს 2021 წლის 1 ივლისამდე,” – აღნიშნულია მერიის გადაწყვეტილებაში.

ამის გამო, როგორც მერიის კომისია განმარტავს, შპს ,,ტენდერქსი”-სთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში (რასაც შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით თებერვლის დასასრულს) სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდებოდა არანაკლებ 2021 წლის პირველ აგვისტომდე, შესაბამისად, ,,ტენდერქსის” მიერ მოწოდებული ხელშეკრულებები არ ადასტურებს სპეციალისტების დასაქმების ფაქტს.

კომპანია ,,ტრენდექსის” წარმომადგენელი განმარტავს, რომ ერთ-ერთი სპეციალისტი უშუალოდ კომპანიის დირექტორია, შესაბამისად, საკუთარ თავთან დირექტორი ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდა, რაც შეეხება მეორე სპეციალისტს:

,,სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის კონკრეტული ან დირექტიული მოთხოვნა, რომ სპეციალისტთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა ფარავდეს სამუშაოების დასრულების ვადას,” – ჩივის ,,ტრენდექსის” დირექტორი.

თითქმის 1 მლნ-იანი პროექტის გასამარჯვებლად იბრძვის კიდევ ერთი კომპანია შპს ,,ქვები”, რომლის შესახებ სატენდერო კომისიას ჯერ არ უმსჯელია. შესაბამისად, თებერვალში სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის დაწყებას გამორიცხავენ.