გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგეტომ ელქტოქურებისა და ხორცის საკეპი მანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს 11 პროფესიონალური ელექტროქურისა და 10 ხორცის საკეპი მანქანის შეძენა სურს, რისთვისაც 97 300 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.