„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

270

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

მმართველ გუნდში სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. სწორედ ამ მიზნით 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.