ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ასწლოვანი ტიტას ხეები მოჭრეს. ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მცენაარეები გახმა და მისი მოჭრა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა.
"რადიო ათინათის“ კითხვაზე, შეიმჩნეოდა თუ არა ტიტების ხმობის პროცესი ბაღის რეაბილიტაციიის დაწყებამდე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა გვპასუხობს, რომ მცენარეს კვდომა მანამდეც დაწყებული ჰქონდა.
„ყველა მცენარეს აღწერა მოხდა, ეს იყო ზეხმელი, ბუნებიდან საერთოდ ამოსაღები თუ გადასაბელი. მაშინ, დაახლოებით, 15 მცენარეს ჰონდა პრობლემა, მათ შორის,...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში სააღმზრდელო პროცესი ახალაშენებულ ბაღში გაგრძელდება.
სასწავლო პროცესის განახლებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ზვიად შალამბერიძის თქმით, აუცილებელია სკოლამდელ დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მაქსიმალური მონიტორინგის განხორციელება.
როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, იმერეთის მასშტაბით 2020 წელს, დაახლოებით, 100-მდე ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა განახორციელდა და ამ მიმართულებით სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება.
სოფელ დიმში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო...
გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში და ქალაქში 4 სხვადასხვა ადგილზე ტრენაჟორები დამონტაჟდება.
მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 308 800 ლარია.
ტრენაჟორები დამონტაჟდება შემდეგ სოფლებში: მეჯვრისხევი, მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლება, მარანა (, კვარხეთი , ზერტი, ნადარბაზევი, შავშვები, წითელუბანი და ხურვალეთი.გორში კი შემდეგ მისამართებზე: რკინიგზის დასახლება, სამების ქ N1, ჭალის დასახლება. ჭალის დასახლება მე-4 კვარტალი.
წინადადებების მიღება ტენდერზე 9 მარტს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 90 დღე ექნება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად, მირიან მაზმიშვილი დაინიშნა.
გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე მაზმიშვილმა ალექსი მთვარაძე ჩაანაცვლა.
მაზმიშვილი 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, შინდისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "შენების მოძრაობიდან".
შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: შინდისი, ფხვენისი, ყელქცეული, ქვემო ხვითი.
ადიგენის მერიაში, კულტურის შიდა აუდიტისა და სამხედრო გაწვევის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ წინა ხელმძღვანელებმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძელზე დატოვეს.
მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ზურაბ ბეთხოშვილი გახდა, იგი მანამდე მოვალეობას ასრულებდა.
მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ხარატიშვილი შეასრულებს, ხოლო სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი ისე დაიწყო, რომ თანამშრომლების ტესტირება ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ინფორმაციას ამის შესახებ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ზაზა ზაუტაშვილი ადასტურებს.
”ჯერ ტესტირება არ ჩაგვიტარებია. დღეს უნდა შევხვდეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს და გადავწყვიტოთ, როგორ გაიარონ თანამშრომლებმა ტესტირება”,- განაცხადა ზაუტაშვილმა.
ბაგა-ბაღების თანმაშრომლების კორონავირუსზე ტესტირება რომ არ ჩატარებულა, რადიო ჰერეთს, ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის...
თელავი- თბილისის მიმართულებით სამრშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური გაიზარდა. მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით, დღეიდან, 1 მარტიდან, მგზავრობის ღირებულება 2 ლარით მოიმატებს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
"მაქსიმალურად ვცდილობდით ფასი არ გაგვეზარდა, მაგრამ საწვავის ღირებულება კატასტროფულად იზრდება. მაღალია კონკურენციაც, ტაქსებიც მოძრაობენ და კერძო პირებიც ეხმარებიან ერთმანეთს გადაადგილებაში. ჩვენ, ფაქტიურად შემოსავლის გარეშე დავრჩით. სხვა გამოსავალი არ იყო”- განაცხადა ერთ- ერთმა მძღოლმა.
დღემდე, სამარშუტო მიკრო ავტობუსებით, თბილისიდან...
ვროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს, სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრელებს.
მათივე ინფორმაციით, კონკურსის მიზანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის გზით და სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარია.
რეგიონის მასშტაბით ჯამში 262 სახელმწიფო და 26 კერძო ბაღია, საიდანაც 9 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვერ დაიწყო, ხოლო 3 ბაღში ინსპექტირების პროცესი...
გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.
N101-ე სააღმზრდელო დაწესებულება საზეიმო ვითარებაში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გახსნა. ბაღი აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტით. ახლადგახსნილ ბაღში, დაახლოებით, ასამდე ბავშვია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში დღეიდან დაიწყო და ის ახალი რეგულაციებით წარიმართება.
დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა. სართულების ვერტიკალურად დაკავშირება მოხდება როგორც კიბეებით, ასევე ლიფტით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
"შენობის პირველ სართულზე განლაგდება მისაღები, ადმინისტრაციის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამზარეულო, მწვრთნელისა და დაცვის ოთახები, სველი წერტილები, საქვაბე, სამრეცხაო. ძიუდოს დარბაზი...
თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს.
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე...
დევნილთა დასახლებებში 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამატებით, ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში.
„1 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღების მუშაობა განახლდა. სააღმზრდელო პროცესი აღდგა, ხონსა და სენაკში, დევნილთა დასახლებებში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც, რომლებსაც გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
გარდა ამისა, 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთში, სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისში,...
ქუთაისის სამ საბავშვო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა.
როგორც ა(ა)იპ „ქუთაისის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა, გაერთიანების აბსოლუტურად ყველა თანამშრომელმა ორი დღით ადრე სავალდებულო ტესტირება ჩაიტარა. შედეგად, კოვიდ დადებითი სამი ადამიანი აღმოჩნდა, რის გამოც აღნიშნული 3 სააღმზრდელო დაწესებულება ორი კვირის შემდეგ გააგრძელებს მუშაობას.
ქუთაისში სულ 37 სახელმწიფო ბაღია.
საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი დღეიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.
ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.
სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება...
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის თვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































