გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში და ქალაქში 4 სხვადასხვა ადგილზე ტრენაჟორები დამონტაჟდება.
მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 308 800 ლარია.
ტრენაჟორები დამონტაჟდება შემდეგ სოფლებში: მეჯვრისხევი, მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლება, მარანა (, კვარხეთი , ზერტი, ნადარბაზევი, შავშვები, წითელუბანი და ხურვალეთი.გორში კი შემდეგ მისამართებზე: რკინიგზის დასახლება, სამების ქ N1, ჭალის დასახლება. ჭალის დასახლება მე-4 კვარტალი.
წინადადებების მიღება ტენდერზე 9 მარტს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 90 დღე ექნება.