სოფელ შინდისში გორის მერს ახალი წარმომადგენელი ჰყავს

266

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად, მირიან მაზმიშვილი დაინიშნა.

გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე მაზმიშვილმა ალექსი მთვარაძე ჩაანაცვლა.

მაზმიშვილი 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, შინდისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო “შენების მოძრაობიდან”.

შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: შინდისი, ფხვენისიყელქცეული, ქვემო ხვითი.