თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

3512

თელავი- თბილისის მიმართულებით სამრშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური გაიზარდა. მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით, დღეიდან, 1 მარტიდან, მგზავრობის ღირებულება 2 ლარით მოიმატებს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

“მაქსიმალურად ვცდილობდით ფასი არ გაგვეზარდა, მაგრამ საწვავის ღირებულება კატასტროფულად იზრდება. მაღალია კონკურენციაც, ტაქსებიც მოძრაობენ და კერძო პირებიც ეხმარებიან ერთმანეთს გადაადგილებაში. ჩვენ, ფაქტიურად შემოსავლის გარეშე დავრჩით. სხვა გამოსავალი არ იყო”- განაცხადა ერთ- ერთმა მძღოლმა.

დღემდე, სამარშუტო მიკრო ავტობუსებით, თბილისიდან თელავის მიმართულებით მგზავრობა 8 ლარი ღირდა.

ჯერჯერობით, სოფლების მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური უცვლელი რჩება