ქუთაისის სამ საბავშვო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა.
როგორც ა(ა)იპ „ქუთაისის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა, გაერთიანების აბსოლუტურად ყველა თანამშრომელმა ორი დღით ადრე სავალდებულო ტესტირება ჩაიტარა. შედეგად, კოვიდ დადებითი სამი ადამიანი აღმოჩნდა, რის გამოც აღნიშნული 3 სააღმზრდელო დაწესებულება ორი კვირის შემდეგ გააგრძელებს მუშაობას.
ქუთაისში სულ 37 სახელმწიფო ბაღია.