ადიგენის მერიაში, კულტურის შიდა აუდიტისა და სამხედრო გაწვევის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ წინა ხელმძღვანელებმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძელზე დატოვეს.
მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ზურაბ ბეთხოშვილი გახდა, იგი მანამდე მოვალეობას ასრულებდა.
მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ხარატიშვილი შეასრულებს, ხოლო სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად მამუკა ბუიღლიშვილი დაინიშნა.