ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარია.
რეგიონის მასშტაბით ჯამში 262 სახელმწიფო და 26 კერძო ბაღია, საიდანაც 9 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვერ დაიწყო, ხოლო 3 ბაღში ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში დღეიდან დაიწყო და ის ახალი რეგულაციებით წარიმართება.