გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა

243

გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

N101-ე სააღმზრდელო დაწესებულება საზეიმო ვითარებაში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გახსნა. ბაღი აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტით. ახლადგახსნილ ბაღში, დაახლოებით, ასამდე ბავშვია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში დღეიდან დაიწყო და ის ახალი რეგულაციებით წარიმართება.