დევნილთა დასახლებებში 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

387

დევნილთა დასახლებებში 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამატებით, ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში.

„1 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღების მუშაობა განახლდა. სააღმზრდელო პროცესი აღდგა, ხონსა და სენაკში, დევნილთა დასახლებებში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც, რომლებსაც გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გარდა ამისა, 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთში, სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქარელსა და მარნეულში. დამატებით, ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში.

გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, ლტოლვილთა დანიის საბჭო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.