ქარელის მერიამ საბიუჯეტო რესურსი დახარჯა ისეთ ობიექტებზე, რომლებსაც მოვლა-პატრონობას ვერ უწევს და ვერ იყენებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. 2018-2019 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტმა 7 სკვერის მოსაწყობად 103 100 ლარი დახარჯა. თუმცა, აუდიტის ჯგუფმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა მოწყობილი სკვერები და აღმოჩნდა, რომ ორი სკვერი, სოფლებში ქვენატკოცსა და ზღუდერში, ღირებულებით 23.3 ათასი ლარი, არ არის მოვლილი...
ქარელის მერიამ 1 მილიონზე მეტი ღირებულების ისეთი პროექტები ჩაიბარა, რომელიც დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2018-2019 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 109 ხელშეკრულების ფარგლებში, ღირებულებით 17,105.9 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგადაც გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. მაგალითად სოფელ სასირეთისა და სოფელ ბრეთის მინი-სტადიონები მოწყობილია...
ქარელის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განახორციელა და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობებმა − 36,507.0 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 34,459.2 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის ფაქტობრივი და გეგმური მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში: აუდიტის ცნობით, 2018-2019 წლებისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ...
პარლამენტი “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას უბრუნდება, რომლის მიხედვით, სკოლა ვალდებული იქნება, მის ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები უზრუნველყოს. პროექტი პირველი მოსმენით ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. მას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 9 მარტის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს. წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, განათლების და მეცნიერების მინისტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს დაამტკიცებს. ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,...
ზუგდიდში მოხეტიალე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "ვექტრამ" მიიღო. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას ზუსტად იმ ფასად გასწევს, რაც ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო. ეს თანხა 21 240 ლარს შეადგენს. ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანენ. ეს ის თავშესაფარია, რომლის მისამართითაც არაერთგზის ჰქონდათ პრეტენზიები არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ ცხოველთა...
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის და დახურული აუზის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. სამუშაოებს ჩინური კომპანია “JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP” შეასრულებს. აღნიშნული მშენებლობისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასული წლის აგვისტოში გამოაცხდა, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია 11 404 195 ლარად შეასრულებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი ტრიბუნები და სავარჯიშო (კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში, პარკი "როშას“ რეაბილიტაციისთვის, პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. დაინტერესებულმა პირებმა მგფ–ში პარკის რეაბილიტაციისთვის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები 2021 წლის 23 მარტამდე უნდა  წარადგინონ. 1,8 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის, სათამაშო და სპორტული მოედნები, ღია კინოთეატრი, აფითეატრი და დასასვენებელი ზონები. გაკეთდება  ფანჩატურები და ჯიხურები. გარდა აღნიშნულისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში მდებარე აუზს, შადრევნებს და ობსერვატორიაში მიმავალი საბაგირო გზის სადგურს, მგფ–ის განმარტებით, პროექტის მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს...
გორში სულ 30 ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. მერიას დარჩენილი 5 ავტობუსიც გადაეცა და ამით ტრანსპორტის გადაცემის ეტაპები დასრულდა. ახალი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. EURO 5 -ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, გადახდილი თანხის თითქმის 80%, გორის მერიას სესხად გაუფორმდა, რაც მუნიციპალიტეტმა 10...
8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით "ქვემო ხვედურეთი - ქარელის'' მიკროავტობუსი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ქალთა სადღესასწაულო დღეებში, თანასოფლელთა მგზავრობის ხარჯებს ბიზნესმენები ივერი ბერუაშვილი გაიღებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. გამოცემა დაუკავშირდა ივერი ბერუაშვილს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით სოფელ ქვემო ხვედურეთიდანაა. "მე ბათუმში ვცხოვრობ, მცირე მეწარმეობას ვეწევი, წარმოშობით ვარ ქვემო ხვედურეთიდან. მინდა,...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერები: სოფელ პანტიანში − ახალი ამბულატორიის და დაბა მანგლისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის სამუშაოებზე. ამბულატორიის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა 2-ჯერ და არ შედგა. ამის შესახებ საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში. ანგარიშში წერია, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი სატენდერო კომისიამ 31 ივლისს შეწყვიტა და მიიღო გადაწყვეტილება სამუშაოები შეესყიდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვით...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისსოფლებიდან 10 სოფელს წყალი მიეწოდება მუდმივად, ხოლო დანარჩენ 81 სოფელს – გრაფიკით. არსებულ წყლის სისტემებზე მოწყობილი არ არის გამწმენდი ნაგებობები და წყლის დაქლორვის საშუალებები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება. ამის შესახებ საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში. დოკუმენტში წერია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა...
2020 წლის ნოემბერში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით, შერჩევით დაათვალიერეს 2018-2019 წლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. წარმოდგენილი ინფორმაციით, დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 4 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული, სულ 1,543.0 ათას ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით. ამის შესახებ საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ახალშენში მისასვლელი გზის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაო, ჯამური ღირებულებით...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 44-ზე მეტ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებმა 1.4 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც, სავარაუდოდ, არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (მივლინებას), - ამის შესახებ საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში 80-მდე შემთხვევაში 2.1 ტონაზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს. „არსებობს რისკი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჯარო მოხელეებმა...
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 მარტის სხდომაზე წარედგინება. ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვის პროცესი კომიტეტებში დაიწყება. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან დეპუტატები: - შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ჩიქოვანი. „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები შემდეგ სიახლეს ითვალისწინებს: საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი იზრდება. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი,...
2018-2019 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა სახელფასო დანამატის სახით გასცა 332.7 ათასი ლარი, - ამის შესახებ აღნიშნულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. როგორც აუდიტი ამბობს, დანამატის გაცემის საფუძველია საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებები, რომლებიც მომზადებულია საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურის უფროსების მოხსენებითი ბარათების შესაბამისად. „წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელფასო დანამატი გაცემულია მოხელეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების მოტივით, თუმცა სამუშაოების შესრულების მიზნით, ზემდგომი თანამდებობის პირის...
რვა სოფლის მოსახლეობას ქალაქ ბოლნისში წასასვლელად სოფელ კოჩულუს (ჩაპალას) ტერიტორიაზე მდებარე, ერთადერთი, ხიდით სარგებლობა უწევს. წარსულში აშენებული ხიდი ცალმხრივია, რს გამოც მანქანებს გადაადგილებაში ხელი ეშლებათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. აღნიშნული ხიდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამავალ მდინარე მაშავერაზეა გადებული. ამ გზით დღის განმავლობაში სოფელ კოჩულუს, იმირჰასანის, ფახრალოს, ჯაფარლოს, სარაჩლოს, მოლა ახმედლის და ზემო და ქვემო გოშაკილისეს მოსახლეობა სარგებლობს. ამ სოფლების მოსახლეობას ქალაქის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ