აბასთუმანში პარკი „როშას“ რეაბილიტაცია იგეგმება

1389

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში, პარკი “როშას“ რეაბილიტაციისთვის, პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. დაინტერესებულმა პირებმა მგფ–ში პარკის რეაბილიტაციისთვის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები 2021 წლის 23 მარტამდე უნდა  წარადგინონ.

1,8 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის, სათამაშო და სპორტული მოედნები, ღია კინოთეატრი, აფითეატრი და დასასვენებელი ზონები. გაკეთდება  ფანჩატურები და ჯიხურები. გარდა აღნიშნულისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში მდებარე აუზს, შადრევნებს და ობსერვატორიაში მიმავალი საბაგირო გზის სადგურს,

მგფ–ის განმარტებით, პროექტის მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს სოციალურ–ეკონომიკური კვლევა და გამოავლინოს პარკის რეაბილიტაციისას, პოტენციური ზემოქმედების ქვეშ მოქცეული კერძო საკუთრებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოახდინოს მათი შეფასება და სამოქმედო გეგმის მომზადება.