სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
საერთაშორისო კონკურსი Sakura Award-ი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
წელს საკონკურსო ღვინოები186-მა იაპონელმა ქალმა შეაფასა.
„იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს 2014...
სენაკის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებია:
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბათარიას უბანში, რკინიგზის ხიდის მიმართულებით, მილხიდის რეაბილიტაცია და გარეგანათების ქსელის მოწყობა; საწულეისკირიოს უბანში, ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა; ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში -
სოფელ ციზეთსა და დიდ ხორშში, ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა;
სოფელ საადანაიოში, ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია;
სოფელ პატარა ზანაში, ცხაურის და...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მოქალაქეები მათთვის სასურველი ვაქცინის შერჩევას თავად შეძლებენ.
როგორც ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ნებაყოფლობითი იქნება როგორც ვაქცინაცია, ასევე, ვაქცინის ამორჩევა.
„დღეს გვაქვს შეხვედრა სამედიცინო ასოციაციებთან, რომელთა როლი და ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესში. მათ აქვთ წვდომა, როგორც სამედიცინო პროფესიონალებთან, ასევე მოსახლეობასთან და გაზიარებული იქნება მათთვის ჩვენი პლატფორმა. ეს მოახდენს როგორც ექიმებში, ასევე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას....
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება, საერთო ჯამში აშენდება 64 106 გრძივი მეტრის გაზსადენი და გაზიფიცირდება სალხინოში მცხოვრები 888 ოჯახი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით გაზიფიცირებულია ხუნწის, ნაგვაზაოს, ვედიდკარის, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულები და დიდი ჭყონის ცენტრალური ნაწილი. ასევე გაზიფიცირებულია ქ. მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითის უბანი....
ბათუმის მერიამ ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავების საკითხზე დაიწყო მუშაობა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით, გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება პოტენციური ველომომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საჭიროებები, ასევე, ასახული იქნება ინფრასტრუქტურასა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
როგორც მერიაში განმარტავენ, გეგმის მიზანი ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების პირობების გაუმჯობესებაა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის მერია აქტიურად მუშაობს მწვანე სატრანსპორტო სისტემების...
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის მიმდებარედ ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიის მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია. ფონდში ჯერ ვერ აკონკრეტებენ თუ რა თანხა დაიხარჯება მშენებლობისთვის.
შპს „თ-არქიტექტსმა“ პროექტზე მუშაობა 2019 წლის ბოლოს დაასრულა. დოკუმენტების მიხედვით, შენობა ორსართულიანი იქნება, რომელის საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია.
პროექტის ავტორები მაშინ ვარაუდობდნენ,...
კასპის სოფელ აღაიანში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოებს.
ამჟამად სოფელის ქუჩებში შიდა დაქსელვა და რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაობის ღირებულება 2 437 956 ლარია.
"სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა მერიის ერთერთი პრიორიტეტია. სოფელს კი წლებია სასმელი წყლის პრომლემა მუდმივად აწუხებდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი...
გორის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
მოსახლეობის საერთო კრებები და კონსულტაციები სოფლებში 15 თებერვალს დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებია:
გარეგანათების მოწყობა: ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ყელქცეული, ახალდაბა, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, ძევერა, ქიწნისი, სათემო, ოთარშენი, ბროწლეთი, მეღვრეკისი, სვენეთი, ნაწრეტი, წითელუბანი, ახალშენი, ზემო სობისი, დიდი მეჯვრისხევი,...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქრთველოში კორონავირუსის ვაქცინა ერთი კვირით ადრე, შაბათს შემოვა, - ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში ჩვენ გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება", - თქვა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 43 ათას 200 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა, ხოლო "ფაიზერთან" მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ქვეყანაში ვაქცინის...
საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ფერმერების მიერ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით, თაფლის ტესტირების ლაბორატორია შეიქმნება. ამისათვის კი საელჩო 82,252 აშშ დოლარს გამოყოფს.
პროექტი, რომლის ხელმოწერის ცერემონიაც 9 მარტს გაიმართა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული და მიზნად ისახავს რეგიონების განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ეფექტური,...
საქართველოში იაპონიის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციას - "გარემო და განვითარება" შორის ხელი მოეწერა პროექტს, რომლითაც, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის შემცირების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობა მოეწყობა. ამისათვის კი საელჩო 71,249 აშშ დოლარს გამოყოფს.
პროექტი, რომლის ხელმოწერის ცერემონიაც 9 მარტს გაიმართა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული და მიზნად ისახავს რეგიონების განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემებისთვის...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მისასვლელ გზაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, რადგან ის უმოკლესია ორი სოფლის თელიანის და სასირეთის მოსახლეობისთვის.
გზაზე ეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები ლითონის ცხაურებით, ეზოში შესასვლელები, საგზაო სამოსი და საგზაო ნიშნები.
გზის სიგრძე 1 955 გრძივი მეტრია, სამუშაოების ღირებულება 1 099 517 ლარი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოები 2 ეტაპად ხორციელდება...
26 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში სოფლის კრება გაიმართა. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერთან, ირაკლი კუჭავასთან შეათანხმა ის საკითხები, რაშიც წელს სოფლის ხელშეწყობის პროგრამით გამოყოფილი 16 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
როგორც შეკრებილმა მოსახლეობამ აღნიშნა, პრობლემები სოფელში ბლომადაა _ ე. წ. ბაქრაძეების უბნის მიმართულებით არ არის წყალი და გზა, სოფლის ნაწილში გასაკეთებელია სანიაღვრე არხები.
"პირველ რიგში, უწყლობა გვაწუხებს. 1988 წელს გაკეთდა...
ბორჯომში საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული კოლეჯი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, შენობაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. კოლეჯი...
საქართველოში იაპონიის საელჩოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტს შორის ხელი მოეწერა პროექტს, რომლითაც მუნიციპალიტეტი, ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ნაგავმზიდ მანქანას შეიძენს. ამისათვის კი საელჩოსგან 56,000 აშშ დოლარს მიიღებს.
პროექტის ხელმოწერის ცერემონია 9 მარტს გაიმართა და მას იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა მოაწერეს ხელი.
პროექტი დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონების განვითარების ხელშეწყობას,...
გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში მოსაცდელები მოეწყობა.
როგორც მერიაში ამბობენ, მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას მოსაცდელების მოწყობა მოითხოვა.
წითელუბანში, ჯარიაშენსა და ორმოცში ახალი მოსაცდელები უნდა მოეწყოს, ხოლო უკვე არსებულის რეაბილიტაცია მოხდება ტინისხიდში.
ინფორმაციისთვის, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად 15 თებერვლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 112 სოფელში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები შეირჩა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































