ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის მიმდებარედ ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიის მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია. ფონდში ჯერ ვერ აკონკრეტებენ თუ რა თანხა დაიხარჯება მშენებლობისთვის.
შპს „თ-არქიტექტსმა“ პროექტზე მუშაობა 2019 წლის ბოლოს დაასრულა. დოკუმენტების მიხედვით, შენობა ორსართულიანი იქნება, რომელის საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია.
პროექტის ავტორები მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის, დაახლოებით, 6 მილიონი ლარი იქნებოდა საჭირო.