ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქრთველოში კორონავირუსის ვაქცინა ერთი კვირით ადრე, შაბათს შემოვა, – ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში ჩვენ გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება”, – თქვა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 43 ათას 200 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინა შემოვა, ხოლო “ფაიზერთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა დაჩქარდეს.
ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები გაიზრდებიან.
„თქვენ იცით, რომ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი, რომელიც ვაქცინაციის საბჭომ შეიმუშავა. პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ – დანარჩენი რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში ვაქცინა გადანაწილდება დიდ ქალაქებში, რომელთა ჩამონათვალიც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა შესაძლო და სავარაუდო გართულება. ჩვენ მივყვებით არსებულ გეგმას, რომელიც უკვე გასაჯაროებულია“, – განაცხადა ტიკარაძემ.