ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

516

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

საერთაშორისო კონკურსი Sakura Award-ი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

წელს საკონკურსო ღვინოები186-მა იაპონელმა ქალმა შეაფასა.

„იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს 2014 წლიდან ახორციელებს“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

2021 წლის „საკურას“ კონკურსზე მედლები მიიღეს შემდეგი კომპანიების ღვინოებმა:

GWS Winery – 4 ოქრო;

Château Mukhrani – 3 ოქრო;

KindzmarauliCorporation Winery – 2 ოქრო;

Mtevino – 2 ოქრო;

Schuchmann Wines – 1 ოქრო;

Vaziani Company – 1 ოქრო;

Pavilion wines – 1 ვერცხლი.

2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში, სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული.

„მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს, როგორც კონკრეტული კომპანიის, ისე ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.