სენაკის 14 ადმინისტრაციულ ერთეულში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 738 000 ლარი დაიხარჯება

482

სენაკის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებია:

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბათარიას უბანში, რკინიგზის ხიდის მიმართულებით, მილხიდის რეაბილიტაცია და გარეგანათების ქსელის მოწყობა; საწულეისკირიოს უბანში, ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა; ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში –
სოფელ ციზეთსა და დიდ ხორშში, ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა;
სოფელ საადანაიოში, ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია;
სოფელ პატარა ზანაში, ცხაურის და არსებულ ბოძებზე, გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ საგუგუნავოს უბნის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა;
სოფელ შუა ხორშში, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.

სენაკის მერიის ცნობით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა – 738 000 ლარი, თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, 64-მდე პროექტი განხორციელდება.