გორის 112 დასახლებაში მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტები შეარჩია

475

გორის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.

მოსახლეობის საერთო კრებები და კონსულტაციები სოფლებში 15 თებერვალს დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებია:

გარეგანათების მოწყობა: ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ყელქცეული, ახალდაბა, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, ძევერა, ქიწნისი, სათემო, ოთარშენი, ბროწლეთი, მეღვრეკისი, სვენეთი, ნაწრეტი, წითელუბანი, ახალშენი, ზემო სობისი, დიდი მეჯვრისხევი, ზერტი, კირბალი, გუგუთიაანთკარი, ქერე, ქვემო არცევი, შერთული, იფნარა, ორმოცი;

მოსაცდელების მოწყობა: წითელუბანი, ორმოცი, ჯარიაშენი;
მოსაცდელის რეაბილიტაცია – ტინისხიდი;
წყლის მრიცხველების მონტაჟი – საქაშეთი, კოშკა;
გზების მოწესრიგება:- ლული, თერგვისი, ქვემო შავშვები, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი, ქორდი, ფუხაანთუბანი, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოაანთუბანი, ლევიტანა, თხილნარა, ზემო ქსოვრისი, არბო;
მზის პანელის აკუმულიატორების შეძენა: ლული, წითელწყარო, საყავრე, ფიცესი;
ყოფილი სკოლის შენობის შეკეთება ამბულატორიისთვის – ნადარბაზევი;
ტატამის შეძენა ძიუდოს სექციისთვის – ქვახვრელი;
სოფელში მისასვლელ გზაზე მეწყერ სამაგრი კედლის მოწყობა – წედისი;
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა – უფლისციხე;
სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულება – თორტიზა;
სკვერის მოწყობა და საბავშვო ატრაქციონები – აძვი;
სკვერის მოწყობა: ქვემო ნიქოზი, ქვემო ხვითი, დიდი გარეჯვარი, ქვემო რიეთი, ერგნეთი, ფაბრიკის დასახლება, ბობნევი, ზემო ბოშური, სათბურის დასახლება;
საქონლის დასაწყურებელი გეჯების მოწყობა: წითელწყარო, საყავრე, ფიცესი, პატარა ხურვალეთი;
ტრენაჟორების მოწყობა: ტირძნისი, შინდისი, ქვეში, დიცი, ახრისი;
სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბოგირის გამაგრება – ტირძნისი;
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია: სკრა, დიდი გორისჯვარი, ღვარები, ბიისი, ქვემო ბოშური;
სასმელი წყლის მრიცხველების მონტაჟი – ვარიანის მეურნეობა;
სასმელი და სარწყავი მილების შეძენა – გარდატენი, ჯებირი;
სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გასწვრივ ღობის მოწყობა: ზემო რეხა, ზეღდულეთი, ბერშუეთი, ზარდიაანთკარი;
სარწყავი არხების რეაბილიტაცია: ბეთლემი, მუმლაანთკარი;
სარწყავი არხების სათავე ნაგებობების მოწესრიგება – ქვემო რეხა;
სანიაღვრე არხის მოწყობა: თედოწმინდა (გზის მოწერიგებასთან ერთად), მეჯუდის პირი, დეგეულა, დიდი ატენი, პატარა ატენი;
საზოაგდოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – მღებრიანი;
საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობა – ვარიანი;
საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა: კარბი, მერეთი;
საბავშვო ბაღის ეზოს მოწესიგება: მერეთი, ჭეჭელაანთ უბანი;
საბავშვო ბაღის გათბობის მოწყობა: მარანა;
რიტუალების სახლის შენობაში ოთახის შეკეთება ამბულატორიისათვის – კვარხეთი;
მინი სტადიონის შემოღობვა – შავშვები;
მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და საჭიდაო არენაზე სკამების მოწყობა – ფხვენისი;
მინი სპორტული მოედნის მოწყობა – კოშკები;
მილების შეძენა სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობათ – ტამი;
მილების შეძენა სარწყავი სისტემისთვის – პატარა გორიჯვარი;
მზის პანელების შეძენა – ველები;
არსებული ხიდის რეაბილიტაცია და საცალფეხო ხიდის მოწყობა – ოლოზი;
არსებული სკვერის და სატრენაჟორო სივრცის შემოღობვა – არაშენდა;
ამბულატორიის შენობის მოწესრიგება – ხიდისთავი;
ამბულატორიის მოწყობა – ციცაგიაანთკარი;
ამბულატორიასთან მისასვლელი გზის მოასფალტება: ხელთუბანი, ბნავისი (სანიაღვრე არხის მიწყობა);
ავტობუსების გაჩერების მოწყობა და სარწყავი არხის რეაბილიტაცია – ბერბუკი;
ავზის შეძენა სასმელი წყლის სისტემისათვის – ახალუბანი;

მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 2021 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 596 000 ლარია გამოიყო.