გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში მოსაცდელები მოეწყობა

727

გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში მოსაცდელები მოეწყობა.

როგორც მერიაში ამბობენ, მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას მოსაცდელების მოწყობა მოითხოვა.

წითელუბანში, ჯარიაშენსა და ორმოცში ახალი მოსაცდელები უნდა მოეწყოს, ხოლო უკვე არსებულის რეაბილიტაცია მოხდება ტინისხიდში.

ინფორმაციისთვის, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად 15 თებერვლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 112 სოფელში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები შეირჩა.