დედაქალაქში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები დღეიდან ახალი მოდელებით შეიცვლება.
თბილისის მერიის ცნობით, N6 მარშრუტზე 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის შვიდი ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
„რაც შეეხება N20-ს, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, რომლებიც აქამდე N37-ს ემსახურებოდა. N37 მარშრუტს კი ახალი, BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ათი ერთეული ავტობუსი მოემსახურება.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები ეტაპობრივად, ახალი მოდელებით იცვლება. მიმდინარე წელს ახალი...
პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყება და ოთხ ეტაპად განხორციელდება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, დღეიდან, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.
პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...
თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას დღეიდან შეძლებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
რაც შეეხება საქმიანობის სრულად აღდგენას, თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება მაყურებლის დასწრებით პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
ამასთან, შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან ასევე განახლდება სასკოლო წრეებიც.
უმაღლეს სასწავლებლებს დღეიდან შესაძლებლობა ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
სწავლის არადისტანციურ რეჟიმში წარმართვას შეძლებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.
განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით და დაცულია უსაფრთხოების ნორმები.
ამასთან, როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, არჩევანი ნებაყოფლობითია და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად იღებენ...
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა.
ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აირჩიონ სასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ. ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის განხორციელება დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის - „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა“, ძირითადი მიზანია, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოებისა და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა. ასევე, პროექტის სპეციფიკური ამოცანა საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის გაუმჯობესება...
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.
როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე, აღნიშნული შეზღუდვაც შემსუბუქდება. რაც შეეხება საკითხს, სრულად მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი თუ დრო გადაიწევს, ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება იქნას განხილული....
შატილში ხანძარია. ცეცხლი სკოლის დამხმარე, ცალკე მდგომ შენობას უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მასწავლებლები და მოსწავლეები უვნებლად არიან. ადგილზე გასულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასაზღვრო პოლიცია.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელისგან გაჩნდა.
დარწმუნებული ვარ, თუ ამ ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, დიდი ალბათობით, პანდემიის მესამე ტალღას ავცდებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური ხდება.
„დღესაც შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. 14 000 ტესტის ფონზე გვაქვს 159 ახალი შემთხვევა. უკვე კარგა ხანია, დადებითობის მაჩვენებელი მერყეობს 1%-სა და 1.1%-ს შორის. ბოლო 14 დღის...
პროექტი: „ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება“ ხორციელდება „ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“ მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
ავტორის მიერ ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სარჩევი
შესავალი
1. მრჩეველთა საბჭოების ფორმირება თბილისში
2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული
სირთულეები
3. საერთაშორისო გამოცდილება
დასკვნა
იხილეთ კვლევა სრულად.
დოკუმენტის ავტორი: ნათია კეკენაძე
პასუხისმგებელი პირი: ნანო ზაზანაშვილი
აკრძალულია პუბლიკაციაში მოყვანილი მასალის გადაბეჭდვა,...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე იმ კომპანიაშია შესული, რომელიც გორის მერიამ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგისთვის დაიქირავა. ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერმა დაუდასტურა.
კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული უწყება განხორციელებული სამუშაოების ზედამხედველობის მიმართულებით გორში წელს დაინტერესდა.
შესაბამისი შეტყობინება მიიღო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ანესაშვილმაც. მისი აზრით, აუდიტორული შემოწმება წელს საქართველოს მასშტაბით არსებულ სამსახურებში ხდება და დასკვნაში მისი სამსახურის შესახებ შენიშვნებს არ ელოდება.
"ჯერჯერობით დოკუმენტები...
მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყება მთავარ აქცენტს ინდივიდუალური სატრენინგო პროგრამების, პრაქტიკული ვიდეოგაკვეთილების მომზადებასა და სერვისის ონლაინპლატფორმის გაძლიერებაზე გააკეთებს.
„მთიან აჭარაში სერვისის განვითარება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
წელს, პრიორიტეტული იქნება სერვისის გაუმჯობესება მთიანაჭარაში, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლების...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა დეფაქტო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე გენადი ბეკოევი დაამტკიცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ბეკოევის დამტკიცებას მხარი 19-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, წინააღმდეგი 11 იყო, 1-მა კი თავი შეიკავა.
დეფაქტო პრეზიდენტმა ბეკოევის კანდიდატურა ე.წ. პარლამენტს 6 თვის წინ წარუდგინა, თუმცა 2021 წლის თებერვლამდე ოპოზიციის ბოიკოტის გამო „პარლამენტი“ არ შეკრებილა.
გენადი ბეკოევის წინამორბედი ერიკ ფუხაევი პროტესტების ფონზე 2020 წლის 28 აგვისტოს გადადგა. ამას...
15 მარტიდან დედაქალაქში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდება. N6 მარშრუტზე 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის შვიდი ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება N20-ს, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, რომლებიც აქამდე N37-ს ემსახურებოდა. N37 მარშრუტს კი ახალი, BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ათი ერთეული ავტობუსი მოემსახურება.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მოძველებული სატრასპორტო საშუალებები...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.
კახა კალაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.
ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და 1...
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 13 მარტს, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე („ფრესკოს“ მიმდებარედ) ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„კონსტანტინე ლესელიძის (VI - VIII მიკრორაიონების გამყოფ) ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ორი ქუჩის სანიაღვრე სისტემა ერთმანეთთან დაერთდება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































