თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას დღეიდან შეძლებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
რაც შეეხება საქმიანობის სრულად აღდგენას, თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება მაყურებლის დასწრებით პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
ამასთან, შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან ასევე განახლდება სასკოლო წრეებიც.