შატილში ხანძარია. ცეცხლი სკოლის დამხმარე, ცალკე მდგომ შენობას უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მასწავლებლები და მოსწავლეები უვნებლად არიან. ადგილზე გასულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასაზღვრო პოლიცია.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელისგან გაჩნდა.